კალმახა სოკოს ტომრებით მოყვანის მეთოდი, ინტენსიური მეთოდი - Soko.ge

კალმახა სოკოს ტომრებით მოყვანის მეთოდი, ინტენსიური მეთოდი

სოკოს ტომრებით მოყვანა, კალმახა სოკოს ტომრები

Წინა სტატიაში ჩვენ განვიხილეთ კალმახა სოკოს ხის მორებზე (ექსტენსიური მეთოდით) კულტივირება. ამჯერად ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას ინტენსიურ მეთოდზე, კერძოდ სოკოს ტომრებით მოყვანა-მოვლაზე.

კალმახა სოკოს ეს მეთოდი განკუთვნილია სოკოს მასობრივი კულტივირებისთვის ბიზნესის თვალსაზრისით. თუმცა პირადი მოხმარებისთვისაც შეიძლება ამ მეთოდით სარგებლობა.

კალმახა სოკოს სათბური

Რა გვჭირდება სოკოს მოსაყვანად?

Სოკოს ტომრებზე მოყვანისთვის საჭიროა შემდეგი რამ:

  1. სოკოს დათესილი (მზა) ტომრები
  2. კაპიტალური შენობა
  3. სასათბურე პირობები – ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე, ვენტილაცია
  4. აღჭურვილობა – საზომები (ტენიანობა, ტემპერატურა) რკინის კარკასები და ა.შ.
სოკოს ტომრები, სათბური, კაპიტალური შენობა

შენობა

Სოკოს ტომრებით მოყვანისთვის პირველ რიგში საჭიროა კაპიტალური შენობა. Შენობა უნდა მდებარეობდეს დასახლებული სახლის ან კორპუსის ცოტათი მოშორებით, უნდა ახასიათებდეს ბეტონის კედლები და იატაკი, ხოლო ჭერი უნდა იყოს ბეტონის ან სხვა რამე არაგამტარი მასალებისგან (ცელოფანი ან ჟეშტი), გარდა ამისა შენობაში გარედან არ უნდა შემოდიოდეს სინათლე. კარგი იქნება თუ სათბური მოეწყობა სარდაფში ან ნახევარსარდაფში რათა კლიმატის და ტემპერატურის დაჭერა უფრო მარტივი იყოს.

კაპიტალური შენობა

Სასათბურე პირობები

Სოკოს მოსაყვანად სათბურში საჭიროა იყოს დაცული სხვადასხვა პირობები, რადგან ამ პირობების სტაბილურობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული სოკოს ხარისხი და მოსავლიანობა.

სოკოს სათბურის ერთ-ერთი ვარიანტი

ტემპერატურა

Სათბურში ჩვენი მიცელიუმით დათესილ ტომრებზე ინკუბაციის (გაღვივების) პერიოდში უნდა იყოს სტაბილური 20-24°C. Ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 2-3 კვირა, ამის შემდეგ იწყება მსხმოიარობა. Მსხმოიარობისას სათბურში ოპტიმალური ტემპერატურაა 14-16°C, ხოლო ნორმალური 12-18°C. ტემპერატურა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად სტაბილური, რადგან სოკოს არ უყვარს ცვალებადი პირობები.

სოკოსთვის საჭირო ტემპერატურა

ტემპერატურის უზრუნველყოფა არ შეიძლება მოხდეს ღია აალების საშუალებებით, რადგან ეს სახიფათოა როგორც ადამიანისთვის, ასევე სოკოსთვის (გაზის ერთკამერიანი გამათბობელი, შეშის ღუმელი და სხვა.). გამოიყენეთ მხოლოდ დახურული სისტემები. ყველაზე კარგია სავენტილაციო სისტემაში დაყენებული გამათბობლის რადიატორი, რომელიც ათბობს სათბურში შემავალ ჰაერს. გაგრილების შემთხვევაშიც გამაგრილებელი რადიატორი იქნება ოპტიმალური.

კარგი იქნება თუ იხელმძღვანელებთ ჯოხიანი თერმომეტრით და შეამოწმებთ სოკოს ტომრის შიდა ტემპერატურას გაღვივების პერიოდში.

ტენიანობა

სოკოს სათბურში ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერი იყოს ტენიანი. Სოკოს ტომრების და სოკოს დასველება, ზედ წყლის დასხმა არ არის რეკომენდირებული!

ჰაერის მაღალი ტენიანობა

Ჩვენი სოკოს ტომრების შემთხვევაში, Სათბურში ინკუბაციის დროს ჰაერის ტენიანობა არ უნდა ცდებოდეს 75-80%-ს, ხოლო მსხმოიარობის დროს 80-90%-ს.

ჰაერის Ტენიანობის უზრუნველყოფა შეიძლება რამდენიმე მეთოდით – იატაკის დასველებით, ვენახის საწამლავი აპარატით, ე.წ. Ფარსუნკებით (წყლის ბურუსის მფრქვევლებით), ჰაერის დამატენიანებლებით და სხვა მეთოდებით. ყველაზე მარტივი და ავტომატიზირებული ბოლო ორი მეთოდია.

სინათლე

Სოკოს სათბურში სინათლე არის საჭირო მხოლოდ მსხმოიარობის პერიოდში. ინკუბაციის დროს სინათლე არ არის საჭირო.

ცივი ნათების სინათლე

Ნათურები უნდა იყოს LED ცივი ნათების, სინათლე უნდა ნაწილდებოდეს ყველა ტომარაზე თანაბრად და სინათლე უნდა იყოს საკმარისად ძლიერი (9W-დან).

ვენტილაცია

კარგი ვენტილაცია ერთ-ერთი მთავარი და რთული ასპექტია სოკოს მოყვანაში. სათბურში სუფთა ჰაერის მიმოქცევა ძირითადად საჭიროა ინკუბაციის შემდგომ პერიოდში. Ჰაერი უნდა მიეწოდებოდეს ყველა ტომარას სტაბილურად.

ვენტილაცია სოკოს სათბურში

ვენტილაციის რეალიზება შეიძლება რამდენიმენაირად: ბუნებრივი ვენტილაცია – როდესაც ოთახის თავში და ბოლოში აკეთებენ ნახვრეტებს და ორპირი იქმნება სათბურში (ეს მეთოდი არაეფექტურია და გამოყენებადია პატარა რაოდენობის ტომრებზე); ვენტილაცია გამწოვით – როდესაც ოთახის ერთ მხარეს გახვრეტილია კედელი და მეორე მხარეს დგას მძლავრი გამწოვი, რომელიც ქმნის ჰაერის წნევას, აქტიურად შემოაქ და გააქ ჰაერი (რეკომენდირებულია საშუალო დატვირთულობის სათბურებისთვის); სრული ვენტილაცია – როდესაც სათბურის ორივე მხარეს დგება შემომტანი და გამტანი სავენტილაციო დანადგარები და არხული სისტემა იქმნება ისე რომ ყველა ტომარას სტაბილურად მიეწოდოს ჰაერი.

მთავარი მიზანია საკმარისი ჰაერის მიწოდება და სოკოს გამოყოფილი ნახშირორჟანგის და სფორების გატანა სათბურიდან.

Სასათბურე აღჭურვილობა

სოკოს სათბურის ეფექტური მონიტორინგისთვის კარგი იქნება თუ შეაფასებთ სათბურის პირობებს სხვადასხვა საზომი ხელსაწყოებით – ტენიანობის საზომი, თერმომეტრი და ჯოხიანი თერმომეტრი ტომრებისთვის. გარდა ამისა რეკომენდირებულია სტელაჟების (ე.წ. კარკასების) მონტაჟი, რადგან ტომრების განთავსება და გამოტანა სათბურიდან გახდეს მარტივი. სხვა შემთხვევაში ტომრებს სათბურში ჩამოკიდებულ მდგომარეობაში ამყოფებენ.

თერმომეტრი-ჰიგრომეტრი (ტენიანობის საზომი)

გაითვალისწინეთ

  • Სოკოს მოწამვლა, ზედ ნებისმიერი სხვა ტოქსიკური-არატოქსიკური ნივთიერების დასხმა აკრძალულია!
  • სოკოს სფორებისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ პირბადე-ხელთათმანები ან სხვა უკეთესი დამცავი საშუალებები
  • თუ სოკოს კულტივირებისთვის საჭირო პირობები არ იქნება დაცული, ამას ექნება სხვადასხვა შედეგები (გაწელილი ინკუბაცია და მსხმოიარობა, არასათანადო ფორმის და ზომის სოკო, იშვიათად – დაავადებული ან გაფუჭებული სუბსტრატი)
  • არსებობს პირობების შექმნის სხვა მეთოდებიც, რომლებზეც მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ.

სოკოს ტომრების, მიცელიუმის (სოკოს თესლის), ბამბის და ნებისმიერი სხვა აღჭურვილობის შესაძენად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პროდუქცია, მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ მოცემულ ნომერზე 551 58 40 46 (კონტაქტი)

You may also like...