ჩვენს შესახებ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “კავკასიის მესოკოვეთა ასოციაციისა” და შპს “სამეფო ჯორჯიის” ვებ გვერდზე!
ვებ გვერდი შექმნილია საკვები და სამკურნალო სოკოების პოპულარიზაციისა და ამ უძვირფასესი პროდუქტის საოჯახო და საწარმოო პირობებში კულტივირების ხელშეწყობისათვის. 1998 წლიდან ვემსახურებით ყველა დაინტერესებულ პიროვნებას. შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ კი აგიხსნით და გაგარკვევთ ამ საოცარი სამყაროს ანი-ბანში.

დღევანდელ დღეს, როცა ადამიანების დასაქმება ასე მწვავედ დგას დღის წესრიგში და ეს პრობლემური საკითხი სამთავრებო დონეზეა ასული, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი თანამემამულეების მიერ შინაგანი რეზერვების მოძიებასა და გამოყენებას.
ერთ-ერთ ასეთ გამორჩეულ საკითხად შეიძლება წარმოჩენილი იყოს საკვები სოკოს მოყვანა საოჯახო პირობებში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიროვნებას შესაბამისად საჭირო თავისუფალი დრო, ფიზიკური მონაცემები და სოკოს მოსაყვანად საჭირო ფართი – შენობა გააჩნია. მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სოკოს მოყვანა და დიდი მოსავლის მიღება.

ყოველივე აღნიშნულის გარდა და იმისათვის, რომ სოკოს მოყვანით დაინტერესებულმა პიროვნებამ სასურველი შედეგი მიიღოს და „ქარს” არ გაატანოს დახარჯული დრო, ენერგია და შესაბამისად ამ საქმიანობისათვის საჭირო თანხები,
„კავკასიის მესოკოვეთა ასოციაცია“ და შპს “სამეფო ჯორჯია”
დაგეხმარებიან უგემრიელესი და ულამაზესი სოკოს გაზრდაში. ჩვენ ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის ქართულ მიცელიუმს (სოკოს თესლს), რომელიც მზადდება ექსკლუზიური, ახალ დამზადებული და მაღალი ხარისხის ნედლეულისგან, რაც ამართლებს ჩვენი მიცელიუმის და მისგან დამზადებული ტომრის: ექსტრიმალურად მაღალ ტემპერატურაზე გამძლეობას, დაავადებების და ბაქტერიების მიმართ მდგრადობას და მაღალი სიმძლავრის მაჩვენებელს, რომელიც გვაძლევს დიდი მოსავლის მრავალჯერადი მიღების პერსპექტივას.