კალმახა სოკოს მოყვანის მეთოდები, როგორ მოვიყვანოთ კალმახა სოკო

როგორ მოვიყვანოთ სოკო?

 როდესაც ვსაუბრობთ სოკოს მოყვანაზე, პირველ რიგში ვარკვევთ თუ რომელ სოკოზეა საუბარი. ამ შემთხვევაში საუბარია კალმახა (ხეთამხალი, სპილოსყურა, ხის სოკო, ლათინურად – Pleurotus Ostreatus) და ქამა სოკოზე (შამპინიონი, ლათინურად – Agaricus Bisporus), რადგან ეს ორი კულტივირებადი სოკო არის ყველაზე პოპულარული მსოფლიოში და საქართველოშიც.

კალმახა სოკოს კულტივირების ორი მეთოდი არსებობს: ექსტენსიური – ფოთლოვანი ხის მორებზე და ინტენსიური – სპეციალურად დამზადებულ სუბსტრატზე ე.წ. “ტომრებში”.

ხის სოკოს მოყვანა ხის მორებზე
კალმახა სოკოს მორებზე დათესვა და მოყვანა

 ფოთლოვან ხის მორებზე, კალმახა სოკო ითესება საოჯახო და საწარმოო პირობებში, საკმაოდ მარტივად. არ საჭიროებს დიდ შრომას, მარტივია მოსავლელად და იძლევა მოსავალს 3-დან 5 წლამდე ყოველ გაზაფხულს და შემოდგომას. სოკოს მოყვანის ეს მეთოდი მოუხდება იმ ადამიანებს, რომლებსაც ააქვთ ჩრდილიანი ნაკვეთი ქალაქში ან ქალაქგარეთ და ასაევე აქვს სარდაფისმაგვარი ადგილი სადაც შეძლებს შეინახოს ეს მორები ყინვასა და სიცხეებში. დათესვისთვის საჭიროა გქონდეთ მორები, გადასაფარებელი ცელოფანი და კალმახა სოკოს მიცელიუმი (თესლი).

კალმახა სოკოს სათბური

რაც შეეხება ტომრებში დათესვას, ეს მეთოდი ძირითადად გათვლილია საწარმო მასშტაბებზე, თუმცა პირადი მოხმარებისთვის მოყვანის დროსაც მიმართავენ ამ მეთოდს. სოკოს ტომრებში მოყვანისთვის საჭიროა გქონდეთ სათბური შენობაში კონკრეტული პირობების დაცვით (ტენიანობა, ვენტილაცია, სინათლე და საჭიროებისამებრ კლიმატკონტროლი). მასალებიდან დაგჭირდებათ ნამჯა, ნარჩენი ბამბა, სიმინდის ნაქუჩები, ნახერხი და სხვა ცელულოზის შემცველი მასალები, სოკოს სპეციალური ცელოფნის ტომრები და კალმახა სოკოს მიცელიუმი (თესლი). მასალას დასჭირდება სტერილიზაცია (მოხარშვა) და შემდგომში ტომრებში ითესება ფენა-ფენა ან შერევით სოკოს თესლი და მასალა.

ქამა სოკოს სათბური

 ქამა სოკოს მოყვანას სჭირდება სპეციფიურად განსხვავებული პირობები და მეთოდოლოგია. ქამა სოკო ითესება კომპოსტისგან და სხვა მასალებისგან დამზადებულ სუბსტრატში, რომელშიც იყრება ქამა სოკოს თესლი და კონკრეტული პირობების დაცვით ხდება ამ სოკოს კულტივირება. ქამა სოკოს მოყვანა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, რადგან მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ძირითადი საშუალებების თვალსაზრისით და ასევე მასალების შოვნა გაცილებით რთულია ვიდრე კალმახა სოკოს შემთხვევაში. რაც შეეხება პირობებს, იგივე მექანიზმები სჭირდება ქამა სოკოს როგორც კალმახა სოკოს კულტივირებას, უბრალოდ მათი რიგითობა და პარამეტრები განსხვავდება.

ეს არის ზოგადი მიმოხილვა. თუ დაინტერესდით სოკოს მოყვანით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას.

მიცელიუმის (სოკოს თესლის) და ნებისმიერი სხვა აღჭურვილობის შესაძენად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პროდუქციამოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ მოცემულ ნომერზე 551 58 40 46 (კონტაქტი)