ხის სოკოს მოყვანა ხის მორებზე

 კალმახა სოკოს ხის მორებზე მოყვანა საინტერესოა პირველ რიგში იმ ადამიანებისტვის, ვისაც სურს სოკოს მოყვანა საოჯახო პირობებში, თუმცა საწარმოო თვალსაზრისითაც ხშირად მიმართავენ ხოლმე ამ მეთოდს. მოცემული მეთოდი არის განკუთვნილი კალმახა სოკოს ბუნებრივ პირობებში მოყვანისთვის.

ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით გაგაცნოთ კალმახა სოკოს ხის მორებზე მოყვანის მნიშვნელოვანი მომენტები და თავისებურებები.

კალმახა სოკო ხის მორიდან

რა გვჭირდება კალმახა სოკოს დასათესად?

ხის მორებზე თესვისთვის საჭირო ინვენტარი
  • ფოთლოვანი ხის მორები (ალვისხე, წიფელა, რცხილა და ნებისმიერი სხვა)
  • კალმახა სოკოს მიცელიუმი (სოკოს თესლი)
  • დიდი ზომის ცელოფანი
  • ფოთლოვანი ხის ნახერხი (სასურველია)
  • სახერხი ინსტრუმენტები (მშრალი უზეთო ბენზოხერხი, ჩვეულებრივი ხერხი)
  • ჩაქუჩი და ლურსმანები

ხის მორებზე თესვის თავისებურებები

 ხის მორებზე დათესვა მისაღებია გაზაფხულსა და შემოდგომას. ზამთარსა და ზაფხულში დათესვისთვის საჭიროა იქონიოთ სარდაფი ან სხვა სახის შესანახი ადგილი, სადაც არც ყინვა და არც სიცხე არ იქნება. საჭიროა ნებისმიერი ფოთლოვანი ხის ჯიშის მორები, რომლებიც ახალი მოჭრილია (1 კვირიდან 4 თვემდე), ან იმ შემთხვევაში თუ ძველი მორია, არ არის დაზიანებული და შენარჩუნებულია მერქანი, წყალში ვალბობთ 1-2 დღით.

დათესილი მორების აღნაგობა

 მორები  უნდა იყოს 30-40სმ სიმაღლის და უნდა განთავსდეს ჩრდილიან მყუდრო ადგილას. მორები იდება ერთმანეთზე 2-დან 4 ცალამდე, მორების დიამეტრი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და აუცილებელია ბოლო მორის თავზე დაიდოს 10სმ-იანი იგივე დიამეტრის მორი (ე.წ. ქუდი). პირველი მორი უნდა მოთავსდეს ნიადაგში 10სმ-ის სიღრმეზე. ამ მორის ქვეშ მიწაზე უნდა დაიყაროს ნახერხი (თუ ნახერხი არ არის ახალი, მაშინ ჯობს მოიხარშოს და გაიწრიტოს) და ზემოდან სოკოს მიცელიუმის თხელი ფენა (1-2 მარცვლის სისიქის). მორის თავი უნდა დაისეროს ჯვარედინად ან ზოლებად ბენზოხერხით (დრუჟბით) ან ჩვეულებრივი ხერხით, ზემოდან დაიფაროს სოკოს მიცელიუმით 1-2 მარცვლის სისქეზე, ზემოდან მიცელიუმზე 0.5სმ ახალაღებული ნახერხის ფენა და შემდეგი მორი. პროცედურა მეორდება ყველა შემდგომ მორზე და სრულდება ე.წ. ქუდით. შემდგომში მოცემული კონსტრუქცია უნდა დაიფაროს ცელოფნით ისე, რომ ცელოფნის ქვეშ შედიოდეს ცოტა ჟანგბადი.

კალმახა სოკოს გაღვივებული მორები

დათესილი მორების მოვლა

 დათესილი მორები საჭიროებს კვირაში ერთხელ მორწყვას დაწვიმებით (ფრთხილად მორწყვაა მნიშვნელოვანი რათა სოკოს მიცელიუმი არ გამოირეცხოს მორებს შორის) და ნიადაგი მორების ირგვლივ ასევე დასატენიანებელია. ყინვაში მორწყვა არ არის საჭირო და მორების განცალკევება ვეგეტაციის პერიოდში არ შეიძლება. ვეგეტაციის პერიოდი მიმდინარეობს რბილი ჯიშის ხეებისთვის (ალვის ხე, ცაცხვი, თხმელა, წაბლი, ვერხვი, ტირიფი) 2-3 თვე, ხოლო მკვრივი ჯიშის ხეებისთვის (იფანი, თელა, ნეკერჩხალი, ჭადარი, რცხილა, წიფელი, მუხა, ალუბალი, კაკალი) 4-6 თვე. გასათვალისწინებელია რომ ხის სიმკვრივე დეკემბერში უფრო მაღალია ვიდრე თებერვალში, რაც იმას ნიშნავს რომ თებერვალში მოჭრილ ხეზე ვეგეტაცია შესაძლოა უფრო მალე დასრულდეს.

კალმახა სოკო ხის მორზე

 მოსავალი მოსალოდნელია შემოდგომა-გაზაფხულზე +15 გრადუს ტემპერატურაზე. გაზაფხულზე დათესილი მორები აგვისტოს თვეში განსაცალკევებელია და სათითაოდ ჩასარგავია მიწაში 10სმ სიღრმეში, ერთმანეთთან 35სმ-იანი დაშორებით. მოსავლის დროს მორწყვა ხდება ყოველ დღე. მოკრეფა ხდება მოწყვეტით ისე, რომ ფეხის ნარჩენი მორზე არ დარჩეს. მსხმოიარობის დასრულების შემდეგ გრძელდება მორწყვის 1 კვირიანი რეჟიმი. რბილი ჯიშის მორებზე მსხმოიარობა მიმდინარეობს 2 წელი, ხოლო მკვრივზე, 2-დან 5 წლამდე, მორწყვის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.