სოკოს ტომრებით მოყვანის მეთოდი

კალმახა ხის სოკოს ტომრებით მოყვანის მეთოდი ძირითადად კომერციული საქმიანობისთვის გამოიყენება, დიდი რაოდენობით სოკოს მოსაყვანად, ბიზნესის თვალსაზრისით. თუმცა პირადი მოხმარებისთვისაც შეიძლება ამ მეთოდით სარგებლობა.

ამ კონკრეტულ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სოკოს მოვლას სასათბურე პირობებში. სოკოს დათესვაზე შეგიძლიათ იხილოთ სტატია სოკოს თესვაზე ან მოგვწეროთ.

Რა გვჭირდება სოკოს მოსაყვანად?

Სოკოს ტომრებზე მოყვანისთვის საჭიროა შემდეგი რამ:

  1. კაპიტალური შენობა
  2. სასათბურე პირობები – ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე, ვენტილაცია
  3. აღჭურვილობა – სავენტილაციო ძრავები, კონდიციონერი, გამათბობელი, საზომები (ტენიანობა, ტემპერატურა) რკინის კარკასები და ა.შ.

ყველა ამ პუნქტს დეტალურად განვიხილავთ.


შენობა

სოკოს ტომრეით მოყვანისთვის პირველ რიგში საჭიროა კაპიტალური შენობა. Შენობა უნდა მდებარეობდეს დასახლებული სახლის ან კორპუსის ცოტათი მოშორებით, გააჩნია მასშტაბს.

შენობა უნდა იყოს იზოლირებული მასალისგან - ბეტონის ან იდეალურ შემთხვევაში სენდვიჩ პანელის, ჭერიც იგივე მასალებისგან უნდა იყოს ან თბოიზოლირებული. გარდა ამისა სასურველია რომ შენობაში გარედან არ შემოდიოდეს სინათლე. კარგი იქნება თუ სათბური მოეწყობა სარდაფში ან ნახევარსარდაფში რათა კლიმატის და ტემპერატურის დაჭერა უფრო მარტივი იყოს.

სოკოს მოყვანის კლიმატური პირობები

Სოკოს მოსაყვანად სათბურში საჭიროა იყოს დაცული 4 პირობა

  1. ტემპერატურა
  2. ტენიანობა
  3. ვენტილაცია
  4. სინათლე

ეს პირობები უნდა იყოს სტაბილური და დაცული, რადგან კლიმატზეა დამოკიდებული სოკოს ვიზუალი, ხარისხი და მოსავლიანობა.

ტემპერატურა

სოკოს მოსაყვან კამერაში, ხარისხიანი ქარხნული მიცელიუმით ინკუბაციის (გაღვივების) პერიოდი დათესვიდან 2-3 კვირა გრძელდება 20-22° სტაბილურ ტემპერატურაზე, თუ ტემპერატურა რაღაც მიზეზების გამო იქნება არასტაბილური ან დავარდება, ინკუბაციის (გაღვივების) პერიოდი გაგრძელდება, შესაბამისად პირველი მოსავალი უფრო გვიან მოვა.

მაქსიმალური ტემპერატურა ინკუბაციაზე არის 24 გრადუსი ნამჯაზე დათესილ ტომრებზე. უფრო მაღალი ტემპერატურა გადაახურებს ტომრებს, რაც ნეგატიურად იმოქმედებს მოსავალზე. რეკომენდირებულია დაიჭიროთ ინკუბაციაზე არაუმეტეს 22° ტემპერატურა რომ თავიდან აირიდოთ პრობლემები.

ინკუბაციის დასრულებისას ტომრები თავიდან ბოლომდე უნდა იყოს გათეთრებული და გამკვრივებისკენ მიდრეკილი. ამ პერიოდში ტემპერატურა უნდა ჩამოიყვანოთ ყოველდღე 1-2 გრადუსით დაბლა, სანამ არ ჩამოიყვანთ კონკრეტული შტამისთვის სოკოს წამოსვლის დასაწყებად საჭირო ტემპერატურამდე.

სოკოს წამოსვლისას (ინიციაციის დროს) ტემპერატურა კამერაში უნდა იყოს 14-16°, თუმცა უფრო ზუსტები რომ ვიყოთ კალმახა სოკოს სხვადასხვა შტამს ჭირდება სხვადასხვა ტემპერატურა სოკოს წამოსვლისას, მაგალითისთვის კალმახას შტამ KCH-ს ოპტიმალური ტემპერატურაა 10-17°, ხოლო საუკეთესო 14°, HK35-ს 10-20° ოპტიმალური და 16° საუკეთესო. შტამებს ააქვს სხვადასხვა ტემპერატურული მაჩვენებლები, შესაბამისად შტამების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ პირველ რიგში ეს მომენტი. ტემპერატურა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად სტაბილური, რადგან სოკოს არ უყვარს ცვალებადი პირობები.

ტემპერატურის უზრუნველყოფა არ შეიძლება ღია აალების საშუალებებით, რადგან ეს სახიფათოა როგორც ადამიანისთვის, ასევე სოკოსთვის (გაზის ერთკამერიანი გამათბობელი, კარმა, შეშის ღუმელი და სხვა.). გამოიყენეთ მხოლოდ

ტემპერატურის უზრუნველსაყოფად დასაშვებია კონდიციონერი რომელიც ათბობს და აგრილებს, ორკამერიანი გამათბობლები, ელექტრო გამათბობლები, ჩილერები და ყველაზე კარგი, სავენტილაციო სისტემაში დაყენებული გამათბობლის და კონდიციონერის რადიატორი, რომელიც ათბობს ან აგრილებს შიდა და გარედან შემოსულ ჰაერს.

ტემპერატურის უზრუნველყოფა არ შეიძლება ღია აალების საშუალებებით, რადგან ეს სახიფათოა როგორც ადამიანისთვის, ასევე სოკოსთვის (გაზის ერთკამერიანი გამათბობელი, შეშის ღუმელი და სხვა.). ამ სახის გამათბობლებიდან მხოლოდ ზეთის ფეჩის ან სხვა გამათბობლის გამოყენება შეიძლება, რომელიც შიდა ჰაერს არ მოიხმარს და გარედან იღებს ჰაერს.

ტენიანობა

სოკოს სათბურში ყველაზე მნიშვნელოვანია ჰაერი იყოს ტენიანი.

კამერაში ინკუბაციის დროს ჰაერის ტენიანობა უნდა იყოს 70-75%, ხოლო სოკოს მსხმოიარობის დროს 80-90%.

 ჰაერში ტენიანობის უზრუნველყოფა შეიძლება რამდენიმე მეთოდით – იატაკის და კედლების დასველებით, ე.წ. ფარსუნკებით (წყლის ბურუსის მფრქვეველი სარწყავებით) და ჰაერის სპეციალური დამატენიანებლებით. ყველაზე მარტივი და ავტომატიზირებული ბოლო ორი მეთოდია.

გაითვალისწინეთ! სოკოს ტომრების და სოკოს დასველება, ზედ წყლის დასხმა არ არის რეკომენდირებული!

ვენტილაცია

სწორი ვენტილაცია ერთ-ერთი მთავარი ასპექტია სოკოს მოყვანაში. სათბურში სუფთა ჰაერის მიმოქცევა ძირითადად საჭიროა ინკუბაციის შემდგომ პერიოდში.

ვენტილაციის რეალიზება შეიძლება რამდენიმე სახით:

ბუნებრივი ვენტილაცია – როდესაც ოთახის თავში და ბოლოში აკეთებენ ნახვრეტებს და ორპირი იქმნება სათბურში (ეს მეთოდი არაეფექტურია და გამოყენებადია პატარა რაოდენობის ტომრებზე)

ვენტილაცია გამწოვით – როდესაც ოთახის ერთ მხარეს გახვრეტილია კედელი და მეორე მხარეს დგას მძლავრი გამწოვი, რომელიც ქმნის ჰაერის წნევას, აქტიურად შემოაქ ან გააქ ჰაერი (რეკომენდირებულია საშუალო დატვირთულობის სათბურებისთვის)

სრული ვენტილაცია – როდესაც სათბურის ორივე მხარეს დგება შემომტანი და გამტანი სავენტილაციო დანადგარები და არხული სისტემა იქმნება ისე რომ ყველა ტომარას სტაბილურად მიეწოდოს ჰაერი და შიდა ჰაერი რეცირკულაცია ხდებოდეს.

მთავარი მიზანია საკმარისი ჰაერის მიწოდება და სოკოს გამოყოფილი ნახშირორჟანგის და სფორების გატანა სათბურიდან. ვენტილაცია ინდივიდუალურია თითოეული შენობისთვის.

სინათლე

სოკოს სათბურში სინათლე საჭიროა მხოლოდ სოკოს მსხმოიარობის დროს. ინუბაციის დროს სინათლე არ არის საჭირო!

ნათურები უნდა დამონტაჟდეს LED ცივი ნათების, 6500K ფერის, სინათლე უნდა ნაწილდებოდეს ყველა ტომარაზე თანაბრად და სინათლე უნდა იყოს საკმარისად ძლიერი (12W-დან 5-10კვ.მ-ზე). სათბური უნდა იყოს საკმაოდ ნათელი. სინათლის ხარისხი განსაზღვრავს სოკოს ნაყოფის სიდიდეს და ფერს.

რეკომენდირებულია სინათლის ჩართვა დღეში 10-12 საათის განმავლობაში სოკოს წამოსვლის ნიშნების შემდეგ.

სათბურის აღჭურვილობა

 სოკოს სათბურის ეფექტური მონიტორინგისთვის კარგი იქნება თუ შეაფასებთ სათბურის პირობებს სხვადასხვა საზომი ხელსაწყოებით – ტენიანობის საზომი, თერმომეტრი და ჯოხიანი თერმომეტრი ტომრებისთვის.

გარდა ამისა რეკომენდირებულია სტელაჟების (ე.წ. კარკასების) მონტაჟი, რადგან ტომრების განთავსება და გამოტანა სათბურიდან გახდეს მარტივი. სხვა შემთხვევაში ტომრებს სათბურში ჩამოკიდებულ მდგომარეობაში ამყოფებენ.

სასურველია ასევე იქონიოთ პირბადე, ხელთათმანები, სპირტი, ქლორი და სხვა ჰიგიენური საშუალებები.


Scroll to Top